მთავარი / სიახლეები / ბონუჩი ისევ ტრავმირებულია და უახლოეს მატჩებს გამოტოვებს

ბონუჩი ისევ ტრავმირებულია და უახლოეს მატჩებს გამოტოვებს

ლეონარდო ბონუჩი ისევ ტრავმირებულია. ფეხბურთელმა 2022 წლის საწყისი ორი მატჩი გამოტოვა, შემდეგ „ინტერთან“ თადარიგში იყო, მაგრამ ახლა სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში ისევ არ არის.

34 წლის მცველს კუნთის პრობლემები აქვს და უახლოესი სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, „უდინეზესთან“, „სამპდორიასთან“ (თასზე) და „მილანთან“. როგორც მაქს ალეგრიმ თქვა, ის პაუზის შემდეგ (23 იანვრიდან 6 თებერვლამდე) დაბრუნდება.

მიმდინარე სეზონში ლეონარდო ბონუჩიმ ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 3 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …