მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვენტუსის” მნიშვნელოვანი გამარჯვება “უდინეზესთან”

“იუვენტუსის” მნიშვნელოვანი გამარჯვება “უდინეზესთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 22-ე ტურში „უდინეზეს“ უმასპინძლა და საჭირო, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი ისევ მძიმედ გამოიყურებოდა, მაგრამ ეს უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა და ახლა მთავარი მხოლოდ შედეგია, რასაც ამჯერზე გუნდმა მიაღწია.

„იუვემ“ მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა, როცა მოიზე კინის პასით პაულო დიბალა კარგ პოზიციაში დარჩა და ზუსტად დაარტყა. სხვათა შორის, დიბალამ გოლი არ იზეიმა და ტრიბუნებისკენ დაჟინებული მზერით იყურებოდა, ძნელი მისახვედრი არაა, რომ კლუბის ბოსების მიმართულებით, რისი მიზეზიც კონტრაქტთან დაკავშირებული ქაოსია.

დიბალამ მეორე გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა, როცა მატია დე შილიო მარცხენა ფლანგზე დიდებული პასით მოამარაგა, იტალიელმა მცველმა კი ასევე ზუსტი გადაცემა გააკეთა და ვესტონ მაკკენი თავით შეაგდო – 2:0.

შედეგად, „იუვენტუსმა“ 41 ქულა დააგროვა და ამდენივე ქულა აქვს მეოთხე ადგილზე მყოფ „ატალანტას“, მაგრამ ბერგამოელებს ორი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „იუვენტუსი“ მომდევნო თამაშს იტალიის თასზე „სამპდორიასთან“ გამართავს, სერია A-ს უახლოეს ტურში კი 23 იანვარს, „მილანს“ ესტუმრება.

„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 2:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, რუგანი, პელეგრინი (დე შილიო 57); ბენტანკური (რაბიო 82), არტური (ლოკატელი 46), მაკკენი; კულუშევსკი (ბერნარდესკი 46), დიბალა, კინი (მორატა 64)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„უდინეზე“ (3-5-2): პადელი; პერესი, ნიუტნიკი, უდოჯი; სოპი (საქსესი 81), არსლანი (შამარჯიჩი 81), უოლასი (იაიალო 81), მაკენგო, ზეეგელაარი; ბეტო, დეულოფეუ (პუსეტო 66)

მწვრთნელი: გაბრიელე ჩიოფი

გოლები: 1:0 დიბალა (19), 2:0 მაკკენი (79)

გაფრთხილება: არტური (23) – სოპი (34), ჩიოფი (39), ზეეგელარი (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 16 (4) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ანტონიო ჯიუა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …