მთავარი / სიახლეები / სერია A / არივაბენე: “დიბალასთვის კონტრაქტი არ შეგვითავაზებია, ჩვენი გეგმები იანვარში შეიცვალა”

არივაბენე: “დიბალასთვის კონტრაქტი არ შეგვითავაზებია, ჩვენი გეგმები იანვარში შეიცვალა”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პაულო დიბალაზე კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ არგენტინელი კლუბს დატოვებს.

როგორც მან აღნიშნა, კლუბის გეგმები იანვარში შეიცვალა, როდესაც დუშან ვლაჰოვიჩი შეიძინეს და კლუბის პროექტის ნაწილი დიბალა აღარ არის.

„დიბალას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია. არანაირი მწვანე შუქი არ არის. ცვლილებები მოხდა იანვრის სატრანსფერო პერიოდში და ვლაჰოვიჩის მოსვლით. შეიცვალა გუნდის ტექნიკური სტრუქტურა. ამ ცვლილების ნაწილი ეხება დიბალას კონტრაქტს. დღეს გვქონდა შეხვედრა, მეგობრული შეხვედრა, ძალიან მკაფიო და პატივისცემით. „იუვენტუსის“ მხრიდან ადვილი იქნებოდა, ძალიან, ძალიან დაბალი შეთავაზების გაკეთება, ეს პაულოს მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის 7 წელი ჩვენთან ერთად გაატარა, ასეთი შეთავაზება არ გავაკეთეთ მისდამი პატივისცემის გამო. გადაწყვეტილება მიღებულია, ბევრი ვიფიქრეთ, მაგრამ მინდა ვთქვა და ერთ მნიშვნელოვან რამეს ხაზი გავუსვა. „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა არ იღებს გადაწყვეტილებას „იუვეს“ წინააღმდეგ, გადაწყვეტილებებს ვიღებთ „იუვეს“ სასიკეთოდ. ეკონომიკური პარამეტრები განსხვავებული იყო, მე უკვე ვისაუბრე ამაზე, არავის არასდროს დაუყენებია პაულოს ნიჭი ეჭვქვეშ. შეფასებები გაკეთდა კონტრაქტის ხანგრძლივობასა დდა ეკონომიკურ საკითხებზე. ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ“, – თქვა არივაბენემ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ პაულო დიბალა 2015 წელს „პალერმოდან“ 32 მილიონ ევროდ (8 მილიონი ბონუსიც) შეიძინა და მას შემდეგ მან 283 მატჩში 113 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …