მთავარი / სიახლეები / ვლაჰოვიჩმა სერბეთის ნაკრების შეკრება დატოვა და ტურინში დაბრუნდა

ვლაჰოვიჩმა სერბეთის ნაკრების შეკრება დატოვა და ტურინში დაბრუნდა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა სერბეთის ნაკრების შეკრება დატოვა და ტურინში დაბრუნდა.

როგორც იტალიური მედია სერბეთის ფეხბურთის ფედერაციაზე დაყრდნობით წერს, დუშანს საზარდულის პრობლემა აქვს და ვინაიდან სერბეთს წინ მხოლოდ ამხანაგური მატჩები აქვს, ფეხბურთელის კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

ვლაჰოვიჩი ტურინში დაისვენებს და გამოჯანმრთელებას ეცდება. სერბი ფორვარდი მილანის „ინტერთან“ 3 აპრილს გასამართი მატჩისთვის ფორმაში დაბრუნებას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, რომ ვლაჰოვიჩმა მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ რიგებში 11 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …