მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ტექნიკურად კარგად ვითამაშეთ, მაგრამ თამაში უკეთ უნდა ვაკონტროლოთ”

ალეგრი: “ტექნიკურად კარგად ვითამაშეთ, მაგრამ თამაში უკეთ უნდა ვაკონტროლოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამპდორიასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, გენუაში მოგება ადვილი არ არის და გუნდის თამაშით კმაყოფილია.

„მორატა ტექნიკური დონით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. როცა კარიდან ზურგით თამაშობს, საქმე ურთულდება, თუ სივრცეებში თამაშობს, უკეთესდება და თავის თვისებებს აჩვენებს..

ტექნიკური თვალსაზრისით კარგად ვითამაშეთ. თამაშის კონტროლის კუთხით მოსამატებელი გვაქვს. მოთამაშეებმა ერთმანეთს უფრო მეტად უნდა გაუგონ. ვლაჰოვიჩი თამაშში კარგად ჩაერთო, მაგრამ უნდა გამოიყენოს ის მომენტები, რაც მეტოქეებს კიდევ უფრო დააზარალებს. აქ გამარჯვება ადვილი არ არის. მნიშვნელოვანი იყო მეოთხე ადგილის გამყარება და ოთხშაბათის მატჩისთვის საუკეთესოდ მომზადება.

კინმა კარგად ითამაშა, მაგრამ უნდა მოუმატოს. როცა თამაშობს, ყოველთვის ეფექტურია, ამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თუმცა, ტექნიკურად უნდა გააუმჯობესოს თამაში. მორატა-ვლაჰოვიჩის დუეტი? ჩვენთვის ახლა ოთხშაბათის და „სალერნიტანასთან“ მატჩია მნიშვნელოვანი. ვნახოთ, ორივე იქნება თუ არა ძირითადში. უნდა ვიზრუნოთ დიბალას გამოჯანმრთელებაზე, რადგან ახალი ენერგია გვჭირდება. მარჯვნიდან შეტევები? კარგად იმუშავა, რადგან დანილო კარგად აზღვევდა ნახევარმცველებს.

რაბიო კარგ სეზონს ატარებს. თითქოს, მას შეუძლია 10 გოლის გატანა, მაგრამ თვისებების გამოყენებას ვერ ახერხებს. ცოტა ზარმაცია. უფრო თავისუფლად უნდა მიდიოდეს წინ და რამდენიმე გოლს იტანდეს.

დიბალას კონტრაქტი? არ ვიცი, დიბალას ღია საუბარი აქვს კლუბთან, მაგრამ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, გვინდა დაგვიბრუნდეს, განსაკუთრებით ოთხშაბათს, როდესაც ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …