მთავარი / სიახლეები / სერია A / შჩესნი: “პენალტის დროს გამიმართლა”

შჩესნი: “პენალტის დროს გამიმართლა”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „სამპდორიასთან“ მატჩის (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც პოლონელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, პენალტის დროს გაუმართლა და სასიამოვნო გრძნობაა თერთმეტმეტრიანის აღება.

„სიმართლეს გეტყვით: გამიმართლა, რადგან შუაში დარტყმულ პენალტს ველოდი, დარტყმამდე ვუთხარი, რომ შუაში არ დაერტყა და კუთხე ამიტომ ავირჩიე და მოვიგერიე. ბევრი არ მიფიქრია. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მნიშვნელოვან პენალტს იგერიებ, შესანიშნავი გრძნობაა.

დღეს კარგად ვითამაშეთ, თამაშს ვაკონტროლებდით. სასიამოვნოა, ამბობენ, რომ გამარჯვება გამარჯვებას უწყობს ხელს, ბოლო რამდენიმე თამაშში პრობლემების მიუხედავად, სამი ქულა მოვიპოვეთ. ასე რომ, უნდა ვისიამოვნოთ ამ დადებითი მომენტით და ვეცადოთ არ გავჩერდეთ.

გაშვებული გოლი? ეს ხდება. ცუდია, რადგან კარის მშრალად შენახვა მსიამოვნებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ“, – თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …