მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ნაპოლი” ახლა მიუწვდომელია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს”

ალეგრი: “ნაპოლი” ახლა მიუწვდომელია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, 6 ტურის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ახლა „იუვე“ მესამე ადგილზე იქნებოდა.

„ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს ბოლო თვენახევრის განმავლობაში. მოედანზე მნიშვნელოვანი ძალისხმევით გავედით, რადგან მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იყო. მეტოქეს ძალიან ცოტა მომენტის შექმნის საშუალება მივეცით და ბურთსაც კარგად ვფლობდით. ისინი პირველ ტაიმში ბევრს დარბოდნენ, ცვლილებები მნიშვნელოვანი იყო, კიეზამ, დი მარიამ და ასევე პარედესმა გუნდის ტექნიკური ხარისხი გაზარდეს.

პაუზა? საჭირო იყო, რადგან ძალიან ბევრი მოთამაშე მიკროტრავმით თამაშობს. კიეზამ მარცხენა ფლანგზე ძალიან კარგად ითამაშა, ახლა ნაკრებში მიდის, შემდეგ დაბრუნდება და მოემზადება. სეზონის განახლების მერე ყოველ ოთხ დღეში თამაში გვექნება და უნდა ვეცადოთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ევროპა ლიგასა და ჩემპიონატში. სათამაშო დრო ყველას ექნება, ცვლილებები გადამწყვეტი ხდება, ბოლო ნახევარი საათი მატჩებში გადამწყვეტია.

მთელი გუნდი მუშაობას, მეორე ტაიმებში ფიზიკურად გავიზარდეთ ბოლო მატჩების განმავლობაში. სულისკვეთება შეიცვალა, გავბრაზდებოდი ბოლოს კუთხურიდან გოლი რომ გაგვეშვა და ეს რომ არ მოხდა, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მოგება მოგებაში გვეხმარება.

კინი? ახლა ბევრად გაწონასწორებულია, გასულ წელთან შედარებით 6 კგ დაიკლო, შესაბამისად, ფიზიკურადაც უკეთაა. იზრდება და განსხვავებული მენტალური მიდგომა აქვს.

„ნაპოლი“ საოცარ სეზონს ატარებს, შთამბეჭდავი სტაბილურობით აგროვებს ქულებს, ამიტომ სკუდეტოს მოგება 90 ქულაზე ნაკლებით შეუძლებელი იქნება. თუმცა, ფეხბურთში ერთ კვირაში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ექვსი ტურის წინ არავის სჯეროდა, რომ მესამე ადგილზე ვიქნებოდით, შესაბამისად, კარგი ნახტომი გავაკეთეთ. ახლა დასვენებაზე უნდა ვიფიქროთ და ენერგია აღვიდგინოთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ 6 მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო და 31 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 იანვარს, სტუმრად „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …