მთავარი / სიახლეები / სერია A / მოიზე კინი: “ალეგრის წყალობით უკეთ ვთამაშობ”

მოიზე კინი: “ალეგრის წყალობით უკეთ ვთამაშობ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მასიმილიანო ალეგრის დამსახურებაა, რომ უკეთ ათამაშდა.

„მწვრთნელის დამსახურებით უკეთ ვთამაშობ, რომელიც არასდროს კარგავდა მოთმინებას, რომ ჩემთვის აეხსნა როგორ შემეტია სივრცეში. ვარჯიშის ბოლოს ვრჩებოდი და ვვარჯიშობდი სწორ მოძრაობებზე, რაზეც მწვრთნელი მიმითითებდა. ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო და გუნდს დავეხმარო.

სკუდეტოს თუ გვჯერა? ახლა ცოტა ადრეა სკუდეტოზე ფიქრი, ჩვენ ყველა თამაშში 100%-ით დახარჯვაზე ვფიქრობთ, როცა სეზონი განახლდება, „ნაპოლისთან“ თამაში მოგვიწევს და უნდა დავამარცხოთ, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ.

როგორ დავიკელი ერთ წელიწადში 6 კგ? ამ ექვს თვეში ბევრს ვვარჯიშობდი, დიეტა დავიცავი და დავიკელი, გარდა ამისა, ღამით ჭამაც შევწყვიტე. თუმცა, ადვილი არ იყო“, – თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ 6 მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო და 31 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 იანვარს, სტუმრად „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …