მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “დი მარიას ყოველთვის ასეთი სახე აქვს”

ალეგრი: “დი მარიას ყოველთვის ასეთი სახე აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, გუნდმა კარგად ითამაშა და კმაყოფილია.

„დი მარიას ტრავმა სანერვიულოა? ანხელს ყოველთვის აქვს მტკივნეული გამომეტყველება (იცინის). წინა კვირას უკვე ჰქონდა კუნთების პრობლემა. ალბათ, უფრო ადრე უნდა შემეცვალა. ხვალ გავიგებთ გამოკვლევის პასუხებს.

იოლი თამაში არ იყო, რამდენჯერმე ბურთი დავკარგეთ და ბრძოლა მოგვიწია, ჩვენი შეცდომების წყალობით კარში დაგვირტყეს. ქულინგ ბრეიქის დროს დი მარიას და კუადრადოს პოზიციები შევუცვალე, რადგან ვერ ახერხებდნენ კარგად თამაშს და ამან გაამართლა. გაბრაზებული ვარ ბევრი უკან პასის გამო? როდესაც ზეწოლაა, უნდა შევეჩვიოთ წინ თამაშს, ბურთის წინ გაგზავნას.

ბრემერი? გაოგნებული ვარ მისით. ის საოცარი მოთამაშეა, მშვიდი და დღეს შესანიშნავად ითამაშა. მხოლოდ ერთხელ დავუძახე, რადგან ბერარდის მოედნის ცენტრამდე აჰყვა. ზოგადად, დაცვაში კარგად ვითამაშეთ.

დუშანი დი მარიას წყალობით მოუმატებს? ბედნიერი ვარ მის გამო, დი მარია საოცარი ფეხბურთელია და შეუძლია ძალიან დაეხმაროს. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებითაც, რომელთაც დღეს შანსი მივეცი. ყველამ შესანიშნავად ითამაშა. პარედესი ჩვენს თამაშს უყურებდა? ის და დი მარია არგენტინელები არიან, მეგობრობენ, ეროვნულ ნაკრებშიც ერთად თამაშობენ, კლუბში კი ვნახოთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მეორე ტურში 22 აგვისტოს, სტუმრად გენუის „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …