მთავარი / სიახლეები / სერია A / ვლაჰოვიჩი: “ჯერ 100%-ით მზად არ ვარ, დი მარია ფანტასტიკური ფეხბურთელია”

ვლაჰოვიჩი: “ჯერ 100%-ით მზად არ ვარ, დი მარია ფანტასტიკური ფეხბურთელია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა „სასუოლოსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. სერბმა ფორვარდმა სეზონი დუბლით გახსნა და ანხელ დი მარიაზე ბევრი ისაუბრა.

„მთელი ზაფხული ვმუშაობდი, მაგრამ ჯერ 100%-ით მზად არ ვარ. ვმუშაობ იმისთვის, რომ მაქსიმუმს მივაღწიო, მაგრამ არცთუ მარტივი პრობლემა მქონდა. დი მარიასთან თამაში? წარმოუდგენელი გრძნობაა, დიდი სიამოვნებაა. მადლობას ვუხდი მას პასისთვის, იმედი მაქვს, კიდევ ბევრ პასს გამიკეთებს და ბევრს გავიტან. ვფიქრობ, ერთად კარგად ვმუშაობთ, მაგრამ მთავარია გუნდმა კარგად იმუშაოს და მოიგოს, თუმცა, მან შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

კოსტიჩსაც კარგად ვეწყობი, ვიცნობ, ნაკრებში ერთად ვთამაშობთ, მაგრამ მთლიანობაში ყველას კარგად ვუგებ, ჩვენ კარგი გუნდი ვართ, გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროა. ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ, გვინდოდა გამარჯვებით დაგვეწყო, ახლა წინ მშვიდად მივდივართ“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მეორე ტურში 22 აგვისტოს, სტუმრად გენუის „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …