მთავარი / სიახლეები / ალეგრის ირიბი კომენტარები კიეზას წინააღმდეგ. მაქსს ფედერიკო არ მოსწონს

ალეგრის ირიბი კომენტარები კიეზას წინააღმდეგ. მაქსს ფედერიკო არ მოსწონს

„მილანთან“ მატჩამდეც დავწერეთ, რომ მასიმილიანო ალეგრი ფედერიკო კიეზას ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებს და მის სქემაში იტალიის ნაკრების ლიდერს, ადგილი ჯერ ვერ მოუნახა.

„მილანთან“ მატჩის შემდეგ კი ალეგრიმ კიეზა საჯაროდ გააკრიტიკა და თქვა, რომ ფედერიკომ არ იცის, რა გუნდში მოხვდა. ამ თემასთან დაკავშირებით იტალიურ მედიას კიეზას პირველი მწვრთნელი მაურიციო რომეი ესაუბრა, რომელიც ალეგრის კატეგორიულად არ დაეთანხმა.

„მე არ ვარ ალეგრი და „იუვენტუსში“ არ ვმუშაობ, ამიტომ, არ ვიცი, რას გულისხმობდა „იუვეს“ მწვრთნელი ამ სიტყვების გამოყენებისას. ფედე არავითარ შემთხვევაში არ არის მოუწიფებელი ბიჭი და არც ისაა სიმართლე, რომ არ იცის რა გუნდია. ბოლო სეზონს გადახედეთ, მან კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გადამწყვეტი გოლები გაიტანა და მისი დამსახურებაა, რომ გუნდი ოთხეულში მოხვდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ევრო 2020-ზე.

ყველა ინტერვიუში, რომელიც მან „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ გააკეთა, ამბობდა, რომ „ჩვენ „იუვე“ ვართ“. მან კარგად იცის სად არის და ალეგრის არ ვეთანხმები. კიეზა მოტივირებულია 100%-ით ამ სეზონზე, უნდა, რომ გუნდი საუკეთესო შედეგებისკენ წაიყვანოს და არაფერზე ფიქრობს, გარდა „იუვეს“ კეთილდღეობისა“, – თქვა რომეიმ.

ალეგრიმ “მილანთან” მატჩის შემდეგ კიეზაზე ერთხელ პირდაპირ ისაუბრა, ხოლო რამდენჯერმე ირიბად დაადანაშაულა 2 ქულის დაკარგვაში:

“კიეზა? თამაშში რთულ მომენტში ჩაერთო და მჭირდებოდა ის, რომ ბურთი მეტოქის ნახევარზე შეგვენარჩუნებინა. ის უნდა გაიზარდოს და გააცნობიეროს რისი გაკეთება შეუძლია, რადგან ჩვენ „იუვენტუსში“ ვართ. თუ საჭირო იქნება თავდამსხმელმაც დაცვაში უნდა ითამაშოს. თუ ამას ვერ გავიგებთ, ძნელი იქნება სკუდეტოს მოგება. არასწორი შეცვლები გავაკეთე. იმ მომენტში უფრო თავდაცვითი მოთამაშეები უნდა ჩამერთო თამაშში, ასე გამარჯვებას მოვიპოვებდით”, – თქვა ალეგრიმ და ცხადია, კომენტარის მეორე ნაწილში, თავდამსხმელის დაცვაში თამაშსა და არასწორ შეცვლებში კიეზა იგულისხმა.

სეზონი გრძელია და შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ კიეზასა და ალეგრის შორის ყველაფერი წესრიგში არაა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …