მთავარი / სიახლეები / ნიდერლანდელი ფეხბურთელი: “დე ლიხტის სკამზე დატოვება აბსურდია, ის “იუვეს” დატოვებს”

ნიდერლანდელი ფეხბურთელი: “დე ლიხტის სკამზე დატოვება აბსურდია, ის “იუვეს” დატოვებს”

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ბრაიან როიმ მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა, რომ მატიას დე ლიხტი „მილანთან“ არ ათამაშა. „აიაქსის“ ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც დე ლიხტს კარგად იცნობს, ფიქრობს, რომ მატიასი „იუვეს“ ზაფხულში დატოვებს.

„სიმართლე გითხრათ, არ მესმის რატომ არ ითამაშა მან „მილანის“ წინააღმდეგ. ბონუჩი და კიელინი ორი უძლიერესი მცველია, მაგრამ მათი პირადობის მოწმობა თავისთავად ყველაფერს ამბობს. მატიასი „იუვენტუსის“ ძირითადი შემადგენლობის წევრი უნდა იყოს, მეტი სათქმელი არაფერია. მისი სათადარიგო სკამზე ნახვა აბსურდია. მე ვფიქრობ, რომ სეზონის ბოლოს სი „იუვენტუსიდან“ წავა, სადაც სამი სეზონი თამაში კარგია. იტალია საუკეთესო ქვეყანაა, სადაც დაცვაში თამაშს ისწავლი. „ბარსელონა“? დღეს ეს ვარიანტი ძნელი იქნება, მაგრამ ფეხბურთში არასდროს იცი რა მოხდება“, – თქვა როიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …