მთავარი / სიახლეები / სერია A / ალდო სერენა: “იუვემ” ფაჯოლის ბოლომდე უნდა ენდოს და მას სათამაშო დრო არ უნდა მოაკლდეს”

ალდო სერენა: “იუვემ” ფაჯოლის ბოლომდე უნდა ენდოს და მას სათამაშო დრო არ უნდა მოაკლდეს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალდო სერენამ „იუვენტუსზე“ ისაუბრა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრი იანვრის შემდეგაც ნიკოლო ფაჯოლის უნდა ენდოს, თუნდაც ტრავმირებული ნახევარმცველები დაბრუნდნენ.

სერენა დარწმუნებულია, რომ ფაჯოლის ძალიან დიდი ფეხბურთის თამაშის პოტენციალი აქვს და ტურინელები მას მუდმივად უნდა ენდონ.

„იუვენტუსს“ შეუძლია სკუდეტოს კიდევ სჯეროდეს, მაგრამ ყველაფერი მაინც „ნაპოლიზეა“ დამოკიდებული. პოგბა ნამდვილად შეიძლება იყოს იანვრის ახალი ტრანსფერი. როდესაც ის კარგ ფიზიკურ ფორმაში დაბრუნება, „იუვენტუსისთვის“ დიდი ძალა იქნება. „ბიანკონერის“ ვურჩევ, რომ უარი არ თქვას ისეთ ელემენტზე, როგორიც ფაჯოლია. ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი ტალანტი, რომელიც ძალიან მომწონს და ყველანაირი თვისება აქვს, რომ ბევრად მოუმატოს, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამ ბიჭმა თამაში და ზრდა უნდა გააგრძელოს“, – თქვა სერენამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …