მთავარი / სიახლეები / პოგბა: “ღმერთს ჩემთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა”

პოგბა: “ღმერთს ჩემთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა”

პოლ პოგბამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მენტალიტეტი გამაგიჟებელია. ის მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს და ყოველთვის გაუმჯობესება სურს.

„მსოფლიოს ჩემპიონატი? ღმერთს ჩემთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. ჩემი ფავორიტი ნახევარმცველები Box-to-box-ს თამაშობენ, მათ შეუძლიათ საგოლე პასების გაკეთებაც და გოლების გატანაც. ჯუდ ბელინგემი ძალიან კარგად თამაშობს და ვფიქრობ, ძალიან მაღალ დონეს მიაღწევს.

რონალდუ? ბევრი პროფესიონალი მინახავს, რომელიც ადრე მიდის ვარჯიშზე და ყველაზე გვიან ტოვებს ბაზას, მაგრამ არის ვიღაც, ვინც ყოველთვის იქაა. კრიშტიანუს ვგულისხმობ, ის არასდროს ჩერდება. ის გამარჯვებული და ეს უდავოა. არასდროს კმაყოფილდება იმით, რაც გააკეთა და ყოველთვის მეტი უნდა. მისი დევიზია: „მეტი შემიძლია და მეტს გავაკეთებ“. მისი მოტივაცია გიჟურია, რაც ერთი წლის განმავლობაში ვნახე, როცა მასთან ერთად ვთამაშობდი, ყოველთვის მისთვის ახალი გამოწვევაა, საკუთარი თავის გამოწვევა“, – თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა ტრავმირებულია და მიმდინარე სეზონში არ უთამაშია. ის მსოფლიოს ჩემპიონატსაც გამოტოვებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …