ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი თითქმის 1 თვე იუქმებს. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ 37 წლის ფეხბურთელს კუნთი აქვს დაზიანებული.
კიელინი „სასუოლოსთან“, „ატალატანტასთან“, „ტორინოსთან“ და ჩემპიონთა ლიგაზე „ვილიარეალთან“ პირველ მატჩში ვერ ითამაშებს. ვეტერანი იტალიელი მცველი მოედანზე დაბრუნებას სავარაუდოდ მარტის დასაწყისში მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ ტრავმა „ვერონასთან“ შეხვედრაში მიიღო. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 თამაში აქვს ჩატარებული.