ტურინის „იუვენტუსთან“ ჯორჯო კიელინი ახალ კონტრაქტს გააფორმებს. 36 წლის ფეხბურთელი შვებულებიდან დაბრუნდა და დღეს გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდა.
ისინი შეთანხმდნენ, რომ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე განახლდება. ეს ნიშნავს, რომ ჯორჯოს 2022 წლის მუნდიალზე თამაში სურს, რომელიც 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.
მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს და მას შემდეგ შავ-თეთრების ერთგულია, ხოლო 2018 წლიდან გუნდის კაპიტანია.