მთავარი / სიახლეები / ანდრეა ბარძალი კიეზაზე, დე ლიხტზე, კიელინიზე, ალეგრიზე და სხვა თემებზე…

ანდრეა ბარძალი კიეზაზე, დე ლიხტზე, კიელინიზე, ალეგრიზე და სხვა თემებზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ Tuttosport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა.

ბარძალიმ მატიას დე ლიხტის, ჯორჯო კიელინის, კრიშტიანუ რონალდუს, ფედერიკო კიეზას, მანუელ ლოკატელის, მასიმილიანო ალეგრისა და სხვა საკითხების შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

დე ლიხტი – ჩვენ მსგავსი თვისებები გვაქვს, მაგრამ ის პოტენციურად ჩემზე ძლიერია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ასაკში ამდენი რამის გაკეთებას ვერ მაოსწრებდა. ვან ბასტენის კრიტიკა? ხანდახან ეს ხდება, მაგრამ რომელ მოთამაშეს შეუძლია მწვერვალს 21-22 წლის ასაკში მიაღწიოს? სიტუაციების წაკითხვა გამოცდილებით, სეზონიდან სეზონამდე უმჯობესდება.

რონალდუ – ყველა ყველაზე მეტს მის შესახებ ლაპარაკობს, მაგალითად, რომ ის მხოლოდ თავისი რეკორდებისთვის თამაშობს. მაგრამ სეზონში 40 გოლის გარდა, ის ყოველთვის გადამწყვეტ მატჩებში ამბობს მთავარ სიტყვას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო მოიგებს თამაშებს, მის უკან გუნდის აშენებაა საჭირო.

კიეზა – იმ ფეხბურთელისგან, რომელსაც „ფიორენტინაში“ ვხედავდი, არ ველოდი, რო „იუვენტუსსა“ და იტალიის ნაკრებში ასეთი გავლენა ექნებოდა. ფედერიკო მრისხანებას აჩვენებს და უდიდესი სურვილი აქვს გადაწმყვეტი მოთამაშე გახდეს. მას ვერ მისცემ თამაშში 100 პასს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. მომაკვდინებელი ფეხბურთელია.

DAZN და ალეგრი – ტელევიზიაში მუშაობა ავირჩიე, რომ ფეხბურთის სამყაროში დავბრუნებულიყავი. ალეგრისთან მუშაობის შესაძლებლობა? ასეთ წინადადებას დაუყოვნებლივ უნდა დათახმდე, მაგრამ ბედნიერი ვარ პადოინის გამო, ის ძალიან მომზადებული ბიჭია. მაქსი არასდროს იცვლება, დარწმუნებული ვარ დამუხტული და მოტივირებულია. იცნობს გარემოს და იცის, როგორ მოიგოს, „იუვე“ და „ინტერი“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტები არიან.

სარი – ჩემი წასვლის შესახებ ბევრი რამ მოვისმინე, მაგრამ სარისთან არანაირი დაპირისპირება არ მქონია. მე მას კარგად ვიცნობ, ის არის ადამიანი, ვისთანაც ფეხბურთზე საუბარი სასიამოვნოა. მას ფეხბურთის სწავლება უყვარს და თავისი იდეები აქვს. „იუვეში“ არ გაუმართლა და ვერ შეძლო მისი პრაქტიკაში გამოყენება, მაგრამ საბოლოოდ ტიტული მაინც მოიგო. „ლაციოში“ ისეთი მოთამაშეები ჰყავს, რომელთაც მისი სტილისთვის შესაფერისი თვისებები აქვთ და დარწმუნებული ვარ, კარგ შედეგს აჩვენებს. კარგი სეზონი იქნება, მოურინიო დაბრუნდა, ინძაგი „ინტერშია“, სპალეტი „ნაპოლიში“.

ალეგრი 2 – ის არის არატიუპიური მწვრთნელი, რადგან მაქსიმალური დაძაბულის მომენტში ყოველთვის ახერხებს ხუმრობას. ეს მისი ძალაა. ის მეუბნებოდა, რომ სამი მცველით ვთამაშობდით, მაგრამ პრაქტიკაში მაიძულა, რომ ჩემი კარიერის ბოლო წლებში მარჯვენა მცველად მეთამაშა. კარდიფის ფინალის სეზონში მანჯუკიჩი 4-2-3-1 სქემაში მარცხნივ თამაშობდა და როცა იგუაინი არ იყო, ცენტრში თამაში მაშინაც აღარ სურდა. ალეგრიმ ასე თუ ისე, ყველა დაგვარწმუნა. თითოეულ მწვრთნელს 25 ადამიანთან აქვს ურთიერთობა, რომელთაც თამაში სურთ, მაგრამ ბოლოს მოედანზე მხოლოდ 11 ფეხბურთელი. ამიტომ, არსებობენ დიდი გუნდის მწვრთნელები, როგორც ალეგრი.

პირლო – ანდრეას სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავი, „იუვენტუსის“ წინადადებას მეც მივიღებდი, როგორც ეს მან გააკეთა. ეს არის შესაძლებლობა, რომელზეც უარს არავინ იტყვის. ვერ ვიტყვი, რომ პირლოს სეზონი ცუდი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ორი ტიტულს ვერ მოიგებდა. არ დავივიწყოთ კოვიდთან დაკავშირებული პრობლემებიც. სამწუხაროდ, იტალიაში ჰიპერკრიტიკულები ვართ, ვცდილობთ ვინმე დაუყოვნებლივ გავანადგუროთ. ახლა ანდრეა მშვიდადაა და იცის, რომ მზად არის სამწვრთნელო კარიერის გასაგრძელებლად, რადგან დიდი გამოცდილება მიიღო.

ევრო 2020 – დიდი სიამაყე ვიგრძენი.კიელინისთან და ბონუჩისთან ჩატი მაქვს, რომელსაც BBC ჰქვია. თუმცა, ჩემპიონობის შემდეგ ლეოსთან და ჯორჯოსთან მილოცვა ცალ-ცალკე ვამჯობინე. ბედნიერი ვარ, რომ მოიგეს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ორი და ევრო 2012-ის წაგებული ფინალების შემდეგ მათ გამარჯვება დაიმსახურეს. მერწმუნეთ, რაც უფრო ასაკში ხარ, ტიტულების მოგება მით უფრო გიხარია.

კიელინი – ჯორჯო არის ძალიან ცოტა მცველთა კატეგორიიდან, რომელთაც მეტოქის შეჩერება ასე შეუძლიათ. ზოგადად, მისი სათამაშო სტილი ცოტა გაქრა, რადგან ფეხბურთი შეიცვალა. მსოფლიოს საუკეთესო მცველებშია, საუკეთესოობა კი დამოკიდებულია გუნდურ შედეგებზეც. ტოპ მცველებში ჯორჯოს და ლეოს გარდა, ვან დეიკი, სერხიო რამოსი, პიკე და ტიაგო სილვა შემყვას, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა „ჩელსიში“ მოიგო.

დემირალი – მერიჰი გავიცანი იმ 6 თვის განმავლობაში, როცა სარისთან ვმუშაობდა. ეს არის მცველი, რომელსაც ფიზიკური კონტაქტი სჭირდება, მან უნდა გააგრძელოს მუშაობა, რომ ტექნიკურად მოუმატოს. ბაზარი უცნაურია და ზოგჯერ სამწუხაროა, რომ გუნდიდან ახალგაზრდა ფეხბურთელის გაშვება გიწევს.

კაპიტნის სამკლაური – ვიცნობ ალეგრის და მის ფრაზებსაც, მას ბონუჩის კარგად იცნობს. ამის გარეშეც, ექნება თუ არა კაპიტნის სამკლაური, ბონუჩიმ იცის, რომ ამ „იუვეს“ ლიდერი იქნება. დიბალა ვიცე-კაპიტანი? მისთვის ფუნდამენტური სეზონი იქნება. მან გარდამტეხი ნაბიჯი უნდა გადადგას კარიერაში და ამაში კლუბი და მწვრთნელიც უნდა დაეხმარონ. მაგრამ, პირველ რიგში საკუთარ თავს თავად უნდა დაეხმაროს. მან უფრო დიდზე უნდა იფიქროს და ყველაფერი გააკეთოს, რომ ტოპფეხბურთელი გახდეს. ნიჭიერი ადამიანებით ფეხბურთი სავსეა, მაგრამ ტოპფეხბურთელები ცოტა და თუ სურს გახდეს ერთ-ერთი მათგანი, კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს მოედანზე ლიდერის თვისებებით. ეს არ ნიშნავს ლაპარაკს ან ყვირილს მოედანზე, არამედ სხვაობის შექმნას და თამაშის ბედის შეცვლას. „იუვენტუსმაც“ უნდა აჩვენოს, რომ მათ სურთ პაულოზე ფსონის დადება, თუნდაც კონტრაქტი განახლებით.

რონალდუ მეტოქე – ის არის ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად მიჭირდა. წლების განმავლობაში მადრიდის „რეალში“ გოლებს თითქმის ყოველთვის იტანდა ჩვენს წინააღმდეგ. ამის შემდეგ მახსოვს 18 წლის მბაპეს შეჩერება რამდენად რთული იყო. თამაშის შემდეგ მივედი პარატიჩისთან და ვუთხარი: „რას ველოდებით მის შესაძენად“. თუმცა, მისი დამატება თითქმის ყველას სურდა და მბაპესთან მიახლოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

რაბიო – ყველას მხრიდან ცოტა დაუფასებელია. თუმცა, ადრიენმა პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს თავისი უზარმაზარი პოტენციალი.

ლოკატელი და პიანიჩი – მანუელმა დაამტკიცა, რომ „იუვენტუსის“ ინტერესი დაიმსახურა. ვნახოთ შეძლებს თუ არა მისი ოცნების ასრულებას. მირალემის დაბრუნება? არ გამიკვირდება.

ჩემპიონთა ლიგა – თუ მხოლოდ სახელები უნდა ჩამოვთვალო, „პარი სენ ჟერმენს“ მთავარ ფავორიტად დავასახელებ, მაგრამ „მანჩესტერ სიტიც“ რჩება ერთ-ერთ უძლიერესად. უფრო დაძაბულ სეზონს ველოდები, „იუვენტუსისთვის“ ჩემპიონთა ლიგა მიზანი და სურვილი უნდა იყოს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …