ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ ბოლო სეზონს ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ჯორჯო ხელშეკრულებას ერთი წლით ადრე გაწყვეტს და კარიერას MLS-ში გააგრძელებს (ჯერ უცნობია რომელ კლუბში).
ამიტომაც, „იუვე“ ზაფხულში მარცხენა ცენტრალური მცველის და მარცხენა მცველის შეძენას ეცდება. ჯერჯერობით კონკრეტული ვარიანტები უცნობია, მაგრამ ალექს სანდროს შემცვლელად ემერსონ პალმიერის კანდიდატურა ყველაზე რეალურია.
გარდა ამისა, „იუვე“ ნახევარდაცვაშიც ეცდება გაძლიერებას. ყველაფერი არტურზე იქნება გამოკიდებული. თუ ის გუნდს დატოვებს, ტურინელები რეჯისტას შეძენას ეცდებიან და ფავორიტი ჟორჟინიოა, ხოლო თუ ბრაზილიელი დარჩება, მაშინ „იუვენტუსი“ აქცენტს „მეძალას“ ყიდვაზე გააკეთებს.
რაც შეეხება ჯორჯო კიელინის, „იუვენტუსში“ 2005 წლიდან თამაშობს და 556 შეხვედრაში 36 გოლი აქვს გატანილი.