მთავარი / სიახლეები / დელ პიეროს შემდეგ ტურინში ზიდანსაც მიიწვევენ

დელ პიეროს შემდეგ ტურინში ზიდანსაც მიიწვევენ

ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ ზინედინ ზიდანი. დელ პიერო გასულ შაბათს, „ბოლონიასთან“ მატჩს „ალიანც სთედიუმზე“ დაესწრო და ფანებს მიესალმა, ამჯერად კი შესაძლოა ტურინში ზიდანი მიიწვიონ.

იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა ანიელი სტადიონზე ფრანგ ლეგენდას 1 მაისს, „ვენეციასთან“ საშინაო შეხვედრაში მიიწვევს და „ზიზუ“ „ალიანც სთედიუმზე“ გამოჩნდება. ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი „იუვენტუსის“ ღირსებს 1996-2001 წლებში იცავდა და 214 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …