ჯანლუიჯი ბუფონი „პარმაში“ ითამაშებს. იტალიურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ჯიჯი მშობლიურ გუნდში, სადაც კარიერა დაიწყო, 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს, რადგან გუნდი ქვედა ლიგაში დაქვეითდა.
მხარეებს შორის არაოფიციალური ცნობით 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ბუფონის მიზანია 2022 წლის მუნდიალზე იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვდეს. ბუფონს „პარმას“ მაისურით 220 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსს“ „პარმადან“ 2001 წელს 50 მილიონ დოლარად შეუერთდა და ტურინულ გრანდში 685 თამაში ჩაატარა.
He is back where he belongs.
He is back home.#SupermanReturns 🔙🟡🔵@gianluigibuffon @Kyle_J_Krause @ParmaCalcio_en pic.twitter.com/bh2FO6P8YX— Parma Calcio 1913 (@1913parmacalcio) June 17, 2021