მთავარი / სიახლეები / ჯამპიერო ბონიპერტი გარდაიცვალა

ჯამპიერო ბონიპერტი გარდაიცვალა

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდა ჯამპიერო ბონიპერტი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა გაავრცელა.

ბონიპერტი სულ მალე, 4 ივლისს, 93 წლის გახდებოდა, მაგრამ მისი სიცოცხლე ტურინში, 18 ივნისს დასრულდა. ის „იუვენტუსში“ 1946-1961 წლებში თამაშობდა და 459 შეხვედრაში 179 გოლიც გაიტანა, რითაც დიდი ხნის განმავლობაშ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იყო.

ჯამპიეროს 2005 წელს ალესანდრო დელ პიერომ გადაასწრო, მაგრამ მეორე ადგილს დღემდე ინარჩუნებს. იტალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 38 თამაშში 8 გოლია.

1971 წელს ის „იუვენტუსში“ დაბრუნდა და კლუბის პრეზიდენტი გახდა და ძალიან წარმატებით მუშაობდა. კლუბმა მასთან ერთად 16 ტიტული მოიგო, მათ შორის ყველა ევროთასი და იმ დროისთვის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ეს შედეგი დააფიქსირა. ჯამპიერო ბონიპერტი „იუვენტუსის“ საპატიო პრეზიდენტი იყო.

 

შემთხვევითი სიახლე

ანტონიო კონტე ტურინში შენიშნეს, მას “იუვეს” უკავშირებენ

იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება, რომ ანტონიო კონტეს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ. კონტე ორი დღის …

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …