მთავარი / სიახლეები / პოგბა: “ფეხბურთზე ყველაზე მეტი “იუვეში” ვისწავლე”

პოგბა: “ფეხბურთზე ყველაზე მეტი “იუვეში” ვისწავლე”

საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ფეხბურთის შესახებ ყველაზე მეტი რამ „იუვენტუსში“ ყოფნის დროს ისწავლა.

„იუვენტუსში“ ფეხბურთელის პროფესიაზე ყველაზე ბევრი რამ ვისწავლე. იქ ძალიან ახალგაზრდა, 18 წლის ასაკში მივედი და იქ გავხდი კაცი. ვარჯიში, ტაქტიკა, დისციპლინა. პირველ რიგში დისციპლინა. დისციპლინირებული უნდა იყო, რადგან ისინი ტაქტიკურად ძალიან კარგად არიან მოზადებულნი.

ვიდეო სესიების დროს ისინი გეუბნებიან: „აი, როდესაც ამ მოძრაობას აკეთებ, ასე უნდა იმოძრავო, შექმნა ეს და ეს სივრცე“. ისინი ფეხბურთის საფუძველს გასწავლიან. მე დაცვაში თამაშიც იქ ვისწავლე, ცენტრალურ ნახევარმცველად ჩავედი იტალიაში და უფრო შემტევ ფეხბურთელად ვიქეცბი. 3-5-2 სქემაში ნამდვილად მთელ მოედანზე ვმოძრაობდი“, – თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში 178 მატჩში 34 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …