ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც „იუვეში“ მის სადებიუტო თამაშს ეხება. როგორც მან დაწერა, ამაყია, რომ ასეთ დიდებულ კლუბში თამაშობდა.
„7 წლის წინ დაიწყო ჩემი კარიერის დიდებული პერიოდი. ისევ ამაყი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა ამ ფანტასტიკური კლუბის ნაწილი ვყოფილიყავი. Forza Juve“, – წერს გერმანელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სამი ხედირამ „იუვენტუსში“ 2015-2021 წლებში 145 მატჩი ჩაატარა და 21 გოლის გატანა შეძლო.