მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსში” კვარაცხელიას დაკარგვას უკვე ნანობენ

“იუვენტუსში” კვარაცხელიას დაკარგვას უკვე ნანობენ

ტურინის „იუვენტუსი“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენასთან ძალიან ახლოს 2021 წელს იყო, მაგრამ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კლუბი დატოვა და გარიგება ჩაიშალა.

ხვიჩა საბოლოოდ „ნაპოლიში“ აღმოჩნდა, სადაც შესანიშნავი სტარტი აქვს და მთელი იტალია აალაპარაკა. ტურინში კვარას დაკარგვას უკვე ნანობენ.

„იუვეს“ ცნობილმა გულშემატკივარმა ფრანჩესკო ოპინიმ ამის შესახებ 7 Gold-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. როგორც მან თქვა, პოტენციური ჩემპიონის, კვარაცხელიას ხელიდან გაშვება ნათლად მიანიშნებს „იუვენტუსის“ მენეჯმენტში არსებულ პრობლემებსა და ნაკლოვანობებზე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …