მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსში” სექტემბრის MVP მატია პერინი გახდა

“იუვენტუსში” სექტემბრის MVP მატია პერინი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად მატია პერინი დასახელდა.

იტალიელმა მეკარემ ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო და „ბოლონიასთან“ მატჩის წინ კუთვნილ ჯილდოს გადასცემენ.

სექტემბერში პერინმა 5 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაუშვა, მიუხედავად ამისა, მაინც გამორჩეული იყო და გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.

შეგახსენებთ, რომ პერინი „იუვეს“ მეორე მეკარეა, მაგრამ ვოიცეხ შჩესნის გამო სეზონის სტარტზე თამაში ხშირად მოუწია. აღსანიშნავია, რომ პოლონელი მეკარე გამოჯანმრთელდა და ახლა არჩევანის გაკეთება მასიმილიანო ალეგრის მოუწევს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …