მთავარი / სიახლეები / ხედირა: “ვამაყობ, რომ “იუვესნაირ” დიდებულ კლუბში ვთამაშობდი”

ხედირა: “ვამაყობ, რომ “იუვესნაირ” დიდებულ კლუბში ვთამაშობდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც „იუვეში“ მის სადებიუტო თამაშს ეხება. როგორც მან დაწერა, ამაყია, რომ ასეთ დიდებულ კლუბში თამაშობდა.

„7 წლის წინ დაიწყო ჩემი კარიერის დიდებული პერიოდი. ისევ ამაყი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა ამ ფანტასტიკური კლუბის ნაწილი ვყოფილიყავი. Forza Juve“, – წერს გერმანელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ სამი ხედირამ „იუვენტუსში“ 2015-2021 წლებში 145 მატჩი ჩაატარა და 21 გოლის გატანა შეძლო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …