მთავარი / სიახლეები / ხედირა: “ბუფონი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც საფეხბურთო სამყაროში ვიცნობ”

ხედირა: “ბუფონი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც საფეხბურთო სამყაროში ვიცნობ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ „იუვენტუსზე“ და ჯანლუიჯი ბუფონზე ილაპარაკა. როგორც მან თქვა, ტურინში ძალიან ბედნიერი იყო, ბუფონი კი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც საფეხბურთო სამყაროში შეხვედრია.

„კრიშტიანუ რონალდუ წარმოუდგენელი ბომბარდირია, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. გარდა ამისა, მე ისეთ წარმოუდგენელ მეკარეებთან ერთად ვითამაშე, როგორებიც ბუფონი და კასილიასი არიან, რომლებიც ფეხბურთის ლეგენდები არიან. ბუფონი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც ფეხბურთის სამყაროში შევხვედრივარ, საოცარი, მაგარი ადამიანია.

„რეალი“ მიყვარს და როდესაც გუნდი დავტოვე ვტიროდი. ღამით მადრიდში მარტო გავისეირნე, ძალიან ძნელი იყო „რეალის“ დატოვება. თუმცა, „იუვე“ მიწვევდა და ვგრძნობდი, რომ ეს იყო ცვლილება, რომელიც განვითარებაში დამეხმარებოდა. „იუვენტუსში“ ძალიან ბედნიერი ვიყავი, ტიტულები მოვიგე, ერთი ოჯახი ვიყავით, ეს შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო“, – თქვა ხედირამ.

შეგახსენებთ, რომ სამი ხედირა „იუვენტუსში“ 2015-2019 წლებში თამაშობდა და ცოტა ხნის წინ მას კარიერა ბერლინის „ჰერტაში“ დაასრულა.

შემთხვევითი სიახლე

მოჯი: “ალეგრის არ გაათავისუფლებენ და მას სიტუაციის შეცვლა შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრის არ გაათავისუფლებენ. მოჯი ფიქრობს, …

ზაკარია: “იუვე” ძალიან უკნიდან თამაშობდა, ალეგრისთან კონტაქტი თითქმის არ მქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დენის ზაკარიამ განაცხადა, რომ იტალიაში მისი სტილისთვის შესაფერისი ფეხბურთი არ არის, …