მთავარი / სიახლეები / ჩეფერინი: “ანიელი? ეს ადამიანი ჩემთვის აღარ არსებობს”

ჩეფერინი: “ანიელი? ეს ადამიანი ჩემთვის აღარ არსებობს”

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ანდრეა ანიელის შესახებ ისაუბრა. როგორც სლოვენიელმა განაცხადა, მისთვის ანიელი აღარ არსებობს.

„მეგონა მეგობრები ვიყავით, მაგრამ მატყუარა სახით დამარწმუნა, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა და წინა დღეს უკვე მოწერილი ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელი ახალი ტურნირის დასაწყებად. დიდი ეჭვი არასდროს გამჩენია, რადგან როდესაც ადამიანი შენს ოფისში შემოვა და ამბობს, არა, არა, ეს ყველაფერი სისულელეა, ძნელია მას არ დაუჯერო.

ამ ინიციატივის მთავარ პერსონაჟებს სამ კატეგორიად ვყოფ, პირველ რიგში ანიელი დავაყენე, ეს პირადულია, ჩემთვის ეს ადამიანი აღარ არსებობს. უეფა ძლიერი გემია, რამდენიმე კვირის წინ წყალქვეშა ნავმა შემოგვიტია, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ის ჩავძირეთ“, – თქვა ჩეფერინმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …