მთავარი / სიახლეები / რაბიო: “იუვეში” ერთი სეზონის გატარება, სხვაგან ორ-სამ სეზონს უდრის”

რაბიო: “იუვეში” ერთი სეზონის გატარება, სხვაგან ორ-სამ სეზონს უდრის”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა, რომელსაც სულ მალე ევროპის ჩემპიონატზე დაუპირისპირდება, რადგან საფრანგეთი და პორტუგალია ერთ ჯგუფში არიან.

გარდა ამისა, რაბიომ აღნიშნა, რომ „იუვენტუსში“ გაიზარდა და თავს ძალიან კარგად გრძნობს.

„ესპანეთი – პორტუგალიის მატჩის შემდეგ რონალდუსთან არ მილაპარაკია, მაგრამ მანამდე ამ თემაზე ვისაუბრეთ. მითხრა, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რადგან „იუვენტუსში“ საფრანგეთზე ბევრს საუბრობენ. თუმცა ისიც გვითხრა, რომ ყურადსაღები ნაკრები პორტუგალიასაც ჰყავს.

„იუვენტუსი“? სახლის დატოვება, სადაც გაიზარდე, დადებით გავლენას ახდენს. ახალ ადამიანებს ხვდები, ვსწავლობთ ენასა და იტალიურ სიმკაცრეს. ვარჯიშები რთული, ბევრი ტაქტიკური სამუშაოა. ამ ყველაფერმა ბევრი რამ მასწავკა. გავიზარდე და მოწიფული გავხდი. ამას ჩემს თამაშში ვხედავ. ამის შესახებ ბუფონთან პსჟ-ში ვსაუბრობდი, „იუვეში“ ერთი სეზონის გატარება სხვაგან ორ-სამ სეზონს უდრის“, – თქვა რაბიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …