ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ალექს სანდრო შესაძლოა ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდეს.
ინგლისური კლუბი აქტიურად ეძებს მარცხენა მცველს, რადგან ბენ ჩილველი, რომელიც სწორედ „იუვესთან“ შეხვედრაშ დაშავდა, მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს.
ლონდონელთა პრიორიტეტული ვარიანტები ტეო ერნანდესი, ემერსონ პალმიერი („ლიონიდან“ დაბრუნება, რადგან „ჩელსის“ საკუთრებაშია) და ლუკა დინი იყვნენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ტრანსფერი არ შედგა. ახლა კლუბი ალექს სანდროს შესაძლო ტრანსფერზე მუშაობს.
ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელი ბოლო დროს ძალიან ცუდ ფორმაშია და „იუვეში“ იმ თამაშს ვერ აჩვენებს, რასაც წლების წინ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ალექს სანდრო 2015 წელს „პორტუდან“ დაიმატა და მას შემდეგ 31 წლის ბრაზილიელმა მცველმა შავ-თეთრი მაისურით ჩატარებულ 257 თამაშში 14 გოლი გაიტანა.