მთავარი / სიახლეები / ვლაჰოვიჩი სამედიცინო შემოწმებას სავარაუდოდ შაბათს გაივლის

ვლაჰოვიჩი სამედიცინო შემოწმებას სავარაუდოდ შაბათს გაივლის

ფლორენციის „ფიორენტინასთან“ და დუშან ვლაჰოვიჩთან საბოლოო შეთანხმება მიღწეულია სერბი ფორვარდის „იუვენტუსში“ ტრანსფერთან დაკავშირებით.

67 მილიონი ევრო და პლუს 8 მილიონი ევროს ბონუსები „ფიორენტინას“, ფეხბურთელს 4.5-წლიანი კონტრაქტი (1 წლით განახლების ოფციით) და სეზონში 7 მილიონი ევროს ხელფასი.

მხოლოდ ბოლო დეტალები დარჩა მოსაგვარებელი – აგენტებთან საკომისიო თანხა და შეხვედრა ტურინში მიმდინარეობს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩს ტურინში შაბათ-კვირას ელოდებიან და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მერე კი 1 კვირა ექნება გუნდთან ადაპტარებისთვის, ხოლო დებიუტი სავარაუდოდ 6 თებერვალს, „ვერონასთან“ სადებიუტო მატჩში შედგება.

აღსანიშნავია, რომ სერბი ფორვარდი ამჟამად კარანტინშია, რადგან კორონავირუსი აქვს და სავარაუდოდ, შაბათამდე უნდა გამოჯანმრთელდეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …