ადრიენ რაბიომ შესაძლოა „იუვენტუსი“ დატოვოს. ფრანგული მედია აქტიურად წერს, რომ მას კლუბიდან წასვლა სურს და არც მასიმილიანო ალეგრისთვისაა ხელშეუხებელი ფეხბურთელი.
ბოლო ცნობებით, რაბიომ „ნიუკასლში“ გადასვლა იუარა, რადგან ისეთ კლუბში გადაბარგება სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. რაბიოს შეძენით ლონდონის „ჩელსია“ დაინტერესებული, რომელსაც ტომას ტუხელი წვრთნის. გერმანელსა და ფრანგს პსჟ-ში ერთად უმუშავიათ. „იუვე“ 20 მილიონ ევროს და ბონუსებს ითხოვს. ადრიენს ასევე უკავშირებენ „მანჩესტერ იუნაიტედსაც“, მაგრამ „ჩელსი“ ფავორიტად განიხილება.
აღსანიშნავია, რომ რაბიოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, მისი განახლება ნაკლებ სავარაუდოა, ამიტომაც, „ბებერ ქალბატონს“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ბოლო შანსი აქვს, რომ მისი გაყიდვით ფული გამოიმუშაოს.
შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიო „იუვენტუსმა“ 2019 წელს „პარი სენ ჟერმენიდან“ უფასოდ დაიმატა. ფრანგმა ფეხბურთელმა მას შემდეგ 129 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა.