მთავარი / სიახლეები / ტევესი: “ყველაზე მეტი კონტემ მასწავლა, ჩემთვის მისაბაძი მწვრთნელია”

ტევესი: “ყველაზე მეტი კონტემ მასწავლა, ჩემთვის მისაბაძი მწვრთნელია”

კარლოს ტევესმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და „როსარიო სენტრალის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. არგენტინელმა განაცხადა, რომ მისთვის მისაბაძი მწვრთნელი ანტონიო კონტეა, რომლისგანაც ყველაზე მეტი ისწავლა.

„კონტე ჩემი მწვრთნელი „იუვეში“ იყო და ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია. ის იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ყველაზე მეტი მასწავლა, როგორც ფეხბურთელს. ვეცდები, ჩემი გუნდი მის სტილში ვათამაშო.

დი მარია? ვის არ სურს ასეთი ფეხბურთელის ტრანსფერი? მასთან არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რას ნიშნავს ანხელი ამ კლუბისთვის და როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდება, დავურეკავ. ვიცი, როგორი ფეხბურთელია და ჩვენთვის ძალიან დადებითი ტრანსფერი იქნებოდა“, – თქვა ტევესმა.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესმა „იუვენტუსში“ 2013-2015 წლებში 95 მატჩში 50 გოლი გაიტანა. მან ერთი სეზონი ანტონიო კონტესთან იმუშავა (48 თამაში, 21 გოლი), ხოლო მეორე სეზონი მასიმილიანო ალეგრისთან (47 თამაში, 29 გოლი). დი მარია „როსარიო სენტრალის“ აღზრდილია და არ მალავს, რომ კარიერის დასრულება ამ კლუბში სურს. თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ერთი წლით ევროპაში დარჩენა უნდა და „იუვენტუსს“ აქტიურად უკავშირებენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …