მთავარი / სიახლეები / ესპანურმა მედიამ “იუვენტუსს” ნეიმარი დაუკავშირა

ესპანურმა მედიამ “იუვენტუსს” ნეიმარი დაუკავშირა

ესპანურმა გამოცემა Sport-მა ნეიმარი ტურინის „იუვენტუსს“ დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელ ვარსკვლავს პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მისი მომავალი პარიზში ბუნდოვანია.

ბოლო ცნობებით, პარიზელებს ნეიმარის მიმდინარე ზაფხულს გასხვისება სურთ და „იუვენტუსი“ დაინტერესებულ კლუბებშია. ბრაზილიელის ტრანსფერი მასიმილიანო ალეგრისაც სურს. ამ ეტაპზე სხვა დეტალი არ ვრცელდება, მაგრამ სამხრეთამერიკელის ხელფასი წელიწადში თითქმის 48 მილიონი ევროა.

თუმცა, იტალიური მედია წერს, რომ „იუვენტუსის“ გარემოცვამ ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო და „ბებერი ქალბატონი“ ნეიმარის ყიდვით დაინტერესებული არ არის. მითუმეტეს, რომ კლუბს საამისოდ შესაბამისი ეკონომიკური პირობები ხელს არ უწყობს.

შეგახსენებთ, რომ იტალიური და ევროპული გრანდები მიმდინარე ზაფხულს უკვე ძლიერდებიან, „იუვენტუსს“ კი ჯერჯერობით არცერთი ფეხბურთელი არ დაუმატებია. ეს იმის მიუხედავად, რომ გუნდი ჯორჯო კიელინიმ და პაულო დიბალამ დატოვეს…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …