მთავარი / სიახლეები / სერია A / შჩესნი: “როგორც წესი, 90-ე წუთზე ჩვენს გატანილ გოლს აუქმებენ”

შჩესნი: “როგორც წესი, 90-ე წუთზე ჩვენს გატანილ გოლს აუქმებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც პოლონელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, პირველად მოხდა, რომ „იუვეს“ კარში გოლი ბოლო წუთზე გააუქმეს.

„ემოციურია, როცა მატჩს 1:0-ს იგებ 90-ე წუთზე გაუქმებული გოლით. სამი ქულა სიტუაციიდან გამომდინარე ფუნდამენტური იყო. მეგონა, რომ ლოკატელიზე ჯარიმა იყო და მერე მითხრეს, რომ რანიერიზე თამაშგარის გამო გააუქმეს. პირველი შემთხვევაა, როცა 90-ე წუთზე ჩვენს კარში გოლი გაუქმდა, როგორც წესი, ყოველთვის ჩვენს გოლს არ თვლიდნენ ბოლო წუთზე. მოდით ცოტა ჩვენც გაგვიმართლოს და ამ მომენტით დავტკბეთ. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და რამდენიმე მომენტი შევქმენით. ბოლო 20 წუთში საჭირო იყო ერთიანობა, გარკვეულწილად ქაოტურად დავიცავით თავი, მაგრამ ის გავაკეთეთ, რაც მნიშვნელოვანია.

ქულების დაკლება? ორი დღე ვნერვიულობდი, შემდეგ ერთ დილას ავდექი და სატურნირო ცხრილში ჩავიხედე, რომელშიც მოედანზე მოპოვებული 15 ქულაც გვაქვს და მოტივაციისთვის ამ ცხრილს ვუყურებ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეგვიძლია.

„ატალანტასთან“ სერიოზული შეცდომა დავუშვი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტუაციასთან. ვცდილობ მენტალურ ბალანსს, რომ საუკეთესოდ ვითამაშო“, – თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 16 თებერვალს, ევროპა ლიგაზე შინ „ნანტთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …