მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “29 ქულა გვაქვს, მაგრამ ამ ბიჭებმა 44 ქულა დააგროვეს და ეს უნდა გვახსოვდეს”

ალეგრი: “29 ქულა გვაქვს, მაგრამ ამ ბიჭებმა 44 ქულა დააგროვეს და ეს უნდა გვახსოვდეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა 44 ქულა დააგროვა და ბიჭების შრომა არ უნდა იქნას დავიწყებული, მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში მხოლოდ 29 ქულა აქვთ.

„კარგი შანსები გვქონდა ანგარიში 2:0 რომ გაგვეხადა, შემდეგ დავიბენით და თავის კარგად დაცვა გახდა საჭირო, „ფიორენტინას“ გოლი გააუქმეს, მაგრამ ჩვენი გოლიც არ ჩათვალეს ზუსტად იმავე მიზეზით. მეშვიდე ადგილს ერთი ქულით ჩამოვრჩებით და ახლა ევროპა ლიგის მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

შემტევი ტრიო? შეტევაში კარგად ვითამაშეთ, გვქონდა მომენტები და სწრაფი მოქმედებები: ორი მომენტი კოსტიჩს ჰქონდა, ერთი ვლაჰოვიჩს. კარგი მომენტები გვქონდა, „ფიორენტინას“ კი შანსი მხოლოდ ჩვენი შეცდომებით მიეცა. მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი არასდროსაა. ტრიო? „მილანში“ მუშაობისას 4 შემტევით ვთამაშობდი, „კალიარიშიც“ 4 შემტევი მყავდა. „იუვეში“ მანჯუკიჩი-დიბალა ამ მანჯუკიჩი-მორატა მყავდა, 3 ნახევარმცველი და 5 მცველი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია გუნდის ბალანსზე, ერთი ტაქტიკა არასდროს მქონია. პირველ ტაიმში კიეზა მარცხნივ იყო და დი მარია მარჯვნივ დანილოსა და დე შილიოსთან ერთად რიცხობრივი უპირატესობის შესაქმნელად. შემდეგ დი მარიას და კიეზას პოზიციები შევუცვალე, რომ ერთი-ერთზე ეთამაშათ. კიეზა უპირატესობას მარცხენა ფლანგზე თამაშს ანიჭებს, მაგრამ უფრო მეტად შუაში უნდა ითამაშოს, მან თავი სრულიად ხელმისაწვდომი გახადა. დი მარიამაც სხვებთან ერთად თავგანწირვით ითამაშა.

15-ქულიანი სასჯელის შემდეგ „ატალანტასთან“ გუნდს კარგი რეაქცია ჰქონდა. „მონცასთან“ კი ნაბიჯი უკან გადავდგით. მიზნად დავისახეთ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული. 44 ქულით მეორე ადგილზე ვიქნებოდით, მაგრამ ახლა ჩვენს წინ „ტორინო“ და „უდინეზე“ არიან, მიზანი მათი გადასწრებაა. ბიჭებმა კი 44 ქულა დააგროვეს და მათი შრომა არ უნდა დავივიწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად 29 ქულა გვაქვს.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩავარდნა გვქონდა, ევროპა ლიგა კი ისეთივე მიზანია, როგორიც იტალიის თასი. სეზონის ბოლოს ვნახოთ სად ვიქნებით. ფანებთან დაპირისპირება? ბევრი ხალხი გვიჭრეს მხარს, მაგრამ შემდეგ გამოჩნდება ვიღაც, ვინც გადაწყვეტს, რომ დე შილიოს, კინს და ასევე პარედესს უნდა უსტვინოს. ვწუხვარ, რომ სტადიონზე ზოგიერთი ამისთვის დადის. „მონცასთან“ სტვენა დამსახურებული იყო, მაგრამ დღეს არა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 16 თებერვალს, ევროპა ლიგაზე შინ „ნანტთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …