მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “არც “იუვესთან” და არც სხვა კლუბებთან კონტაქტი არ მქონია”

შჩესნი: “არც “იუვესთან” და არც სხვა კლუბებთან კონტაქტი არ მქონია”

ვოიცეხ შჩესნიმ პოლონელ ჟურნალისტებთან საუბრისას იმ ჭორებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც „იუვენტუსს“ მისი გასხვისება სურს. პოლონელი კიპერის განცხადებით, მას კონტაქტი სხვა კლუბებთან არ ჰქონია.

„ვეცდები ერთხელ და სამუდამოდ ვუპასუხო ამ კითხვას. მედიაში ამ თემაზე დიდი ხანია საუბრობენ და მასზე კომენტარის გაკეთება საჭიროა. არანაირი კონტაქტი არ მქონია ჩემს კლუბთან და არც სხვა სხვა კლუბთან, რადგან არ არსებობს არანაირი არგუმენტი ჩემს წასასვლელად. მე არ ვარ პასუხისმგებელი „იუვენტუსის“ ტრანსფერებზე“, – თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჯანლუიჯი დონარუმას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ ვოიცეხ შჩესნის გაყიდვას მოახერხებს. ჯერჯერობით ამ საკითხზე კონკრეტული და ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

შემთხვევითი სიახლე

რანიერი: “იუვეს” ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ აქვთ”

„იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი კლაუდიო რანიერიმ გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს თამაშის სიხარული არ ეტყობათ. „რაც …

მოჯი: “ალეგრის არ გაათავისუფლებენ და მას სიტუაციის შეცვლა შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრის არ გაათავისუფლებენ. მოჯი ფიქრობს, …