მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “იტალიას შეუძლია ნახევარფინალში გავიდეს”

დელ პიერო: “იტალიას შეუძლია ნახევარფინალში გავიდეს”

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო ფიქრობს, რომ იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა შეუძლია. თუმცა, ალექსს განსაკუთრებული მოლოდინი მაინც არ აქვს და პროგნოზის გაკეთებაში საკმაოდ ფრთხილი იყო.

„რა თქმა უნდა, საჭიროა ჯგუფური ეტაპის კარგად ჩატარება და პლეი-ოფში ყველაფერი შესაძლებელია. ჩემი აზრით, ამ გუნდს ოთხეულში მოხვედრის ყველანაირი შანსი აქვს, ამას მანჩინიც არასდროს მალავდა. მაგრა, ისიც უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ. ხუთი წლის განმავლობაში იტალიას დიდი ტურნირი არ უთამაშია. ძალიან რთულია ევროპის ჩემპიონატისთვის პროგნოზის გაკეთება, რომელიც ანომალიური სეზონის შემდეგ იწყება, იმის გამო, რაც კოვიდთან დაკავშირებით მოხდა, შარშან ფეხბურთელებს პრესეზონიც არ ჰქონიათ და ნაკლები დაისვენეს. ასე რომ, ფიზიკური კონდიციები ბევრ რამეს გადაწყვეტს. ნებისმიერ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს ისე ნიჭი, ხარისხი და გამოცდილება, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთს აქვს“, – თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში თურქეთის, შვეიცარიის და უელსის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …