ვეტერანმა მსაჯმა გრაციანო ჩეზარიმ პაოლო ვალერის ძალიან დაბალი ქულა დაუწერა – 5. ჩეზარი ფიქრობს, რომ ვალერი შეცდა, როცა დუშან ვლაჰოვიჩზე პენალტი არ დანიშნა, ხოლო მარსელო ბროზოვიჩი გაძევებას იმსახურებდა.
„ვალერის 5 ქულით შევაფასებ. ბროზოვიჩი მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა და ეს მძიმე შეცდომაა. მან დიბალა შეაჩერა ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ ბურთი განზრახ გადააგდო, რაც ავტომატურად ყვითელი ბარათია. ამ სიტუაციაზე სადისკუსიო არაფერია, ხორვატი მსაჯს უნდა გაეძევებინა. VAR-მა ვალერის მეორე პენალტის შესამოწმებლად სამართლიანად დაუძახა. „იუვეს“ მხრიდან მოთხოვნილი პენალტი? ვლაჰოვიჩი ბურთით მოძრაობდა და დე ვრაიმ დააგვიანა, ბურთთან შეხებამდე ის სერბის ფეხს შეეხო და VAR-ს ეს მომენტიც უნდა გადაემოწმებინა, რადგან პენალტი იყო“, – თქვა ჩეზარიმ.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” სეზონი უტიტულოდ 2011 წლის შემდეგ პირველად დაასრულა.