მთავარი / სიახლეები / ყველაფერი გადაწყდა: დე ლიხტი “იუვენტუსს” დატოვებს

ყველაფერი გადაწყდა: დე ლიხტი “იუვენტუსს” დატოვებს

მატაის დე ლიხტის და ტურინის „იუვენტუსის“ ურთიერთობა პრაქტიკულად დასრულდა. რომეო აგრესტის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნთან“ შეთანხმება შედგა.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ორივე კლუბმა ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწია და დე ლიხტი მიუნხენში გადავა, ხოლო ტურინელები 80 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებენ.

ამრიგად, სამი წლის შემდეგ ნიდერლანდელი „იუვეში“ აღარ ითამაშებს. დე ლიხტმა 2019 წლიდან დღემდე „იუვენტუსის“ რიგებში 117-ჯერ ითამაშა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

კიეზამ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ როდის შეძლებს თამაშს?

ფედერიკო კიეზა მეორე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არაა. Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბის …

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ბოლონიას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „ბოლონია“ ფილიპ კოსტიჩის, დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გოლებით …