მთავარი / სიახლეები / ალეგრის “იუვეში” მორატას დაბრუნება სურს

ალეგრის “იუვეში” მორატას დაბრუნება სურს

მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსში“ ალვარო მორატას დაბრუნება სურს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

იტალიელი სპეციალისტის ვიცე-ვლაჰოჩის პოზიციაზე ესპანელი საუკეთესო ვარიანტია და კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე მუშაობა დაავალა.

მორატა „ატლეტიკოში“ დაბრუნდა და ესპანურ გუნდში ვარჯიშობს, თუმცა, ცნობილია, რომ ალვაროს დატოვება მადრიდელებს არ სურთ და შესაძლოა, მისი „იუვეში“ დაბრუნების საკითხი ისევ რეალური გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა „იუვენტუსის“ ღირსებას 2014-2016 და 2020-2022 წლებში იცავდა და ამ ორ პერიოდში მთლიანობაში ჩატარებულ 185 მატჩში 59 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …