ფლორენციის „ფიორენტინას“ ფანები დუშან ვლაჰოვიჩს ემუქრებიან. ქალაქში უკვე გამოჩნდა მუქარის შემცველი ბანერები, რაც ცხადია, სერბის „იუვენტუსში“ მოსალოდნელ ტრანსფერს უკავშირდება.
„პატივისცემა მხოლოდ გოლებით არ მოიპოვება, განავალო“, – წერია ერთ-ერთ ბანერზე.
შეგახსენებთ, რომ იტალიური მედიის ცნობით, ტრანსფერი შეთანხმებულია და „იუვე“ ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსები დაემატება. ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.