მთავარი / სიახლეები / დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

ტურინის „იუვენტუსში“ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. იტალიური მედია იტყობინება, რომ კლუბებს შორის შეთანხმება შედგა.

„იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ 60 მილიონ ევროს და ბონუსებს გადაუხდის, ფეხბურთელს კი 5-წლიან კონტრაქტს, სეზონში 7 მილიონი ევროს ანაზღაურებით გაუფორმებს. მოსალოდნელია, რომ სერბი ხუთშაბათს ან პარასკევს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბს შეუერთდება.

21 წლის სერბმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 20 გოლი გაიტანა, სერია A-ში თავი 17-ჯერ გამოიჩინა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ხოლო გასულ სეზონში მან 40 თამაშში 21 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …