ტურინის „იუვენტუსმა“ ლისაბონის „სპორტინგი“ ფედერიკო გატის გოლით დაამარცხა, რომელმაც სადებიუტო გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ 24 წლის მცველმა კომენტარი გააკეთა.
„აღუწერელი ემოციაა, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. ცოტა გამიმართლა, მაგრამ ზოგჯერ ესეც საჭიროა. ჯერ მხოლოდ პირველი რაუნდი მოვიგეთ, ლისაბონში მძიმე თამაში იქნება, შემტევი გუნდია და ბრძოლა მოგვიწევს“, – თქვა გატიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 16 აპრილს, სტუმრად „სასუოლოსთან“ ჩაატარებს.