მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “გატის საოცარი ენერგია აქვს, პოგბას დაბრუნება მნიშვნელოვანია”

ალეგრი: “გატის საოცარი ენერგია აქვს, პოგბას დაბრუნება მნიშვნელოვანია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპორტინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ძირითადად ცალკეულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

„რთულ მომენტებში ერთიანობა ბიჭების დამსახურებაა. ვუმატებთ, მაგრამ რამდენიმე შეცდომა დავუშვით და ბოლოს პერინმა ორჯერ გადაგვარჩინა. იოლი სეზონი არ არის, ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა გაიზარდონ, ყოველ სამ დღეში თამაში რთულია. „ატალანტა“ 4 ქულაში გვყავს, ჩვენი შემდეგი მიზანი მათი გადასწრებაა და სერია A-ში მეორე ადგილი უნდა გავიმყაროთ. ფეხბურთში მთავარი ტექნიკაა, მაგრამ ასევე ბიჭების მორალური შესაძლებლობები, გული და ვნება.

მეორე ტაიმი უკეთესი იყო სამკაციანი ნახევარდაცვით. პარედესი? მან ჩათვალა, რომ თამაში არ მოუწევდა და მაისური გასახდელში დატოვა, ლოკატელიმ შეცვლა მოითხოვა და მოუწია მაისურისთვის გასახდელში დაბრუნება. შემტევი ტრიო? ფეხბურთი არ არის მათემატიკური განტოლება, დღეს სამივე წინ დავაყენე და ამან გარკვეული სირთულეები შეგვიქმნა, ბოლო პასში ბევრად უკეთ უნდა გვეთამაშა. შეიძლება კვირას 4 მცველით ვითამაშოთ. იმისთვის, რომ გუნდს ბალანსი ჰქონდეს, ფეხბურთელების თვისებები უნდა გავითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბალანსს დავკარგავთ. გატი? „იუვეში“ თამაში ადვილი არ არის, მას საოცარი ენერგია აქვს და ახლა კარგ ფორმაშია. ბევრს სწავლობს და გაუმჯობესება შეუძლია. სეზონის სტარტზე გაუჭირდა, რაც ბუნებრივია, მაგრამ არც ისეა, რომ „იუვეს“ დონის არ არის, როგორც ამას ბევრი ამბობდა. ის ბევრს მუშაობს და ვითარდება.

პოგბას დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, დღეიდან სეზონის ბოლომდე ბევრი თამაში გვაქვს და ყველა ფეხბურთელი გვჭირდება. შჩესნი? მთავარი ისაა, რომ კარგადაა. მნიშვნელოვანი მოგება იყო ძლიერ გუნდთან, ახლა სერია A-ზე უნდა ვიფიქროთ, რადგან „სასუოლოსთან“ რთული თამაში გველოდება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ 16 აპრილს, ხოლო „სპორტინგს“ 20 აპრილს ესტუმრება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …