მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “იუვე” რთულ მომენტს განიცდის, მაგრამ ფეხბურთელების განწყობა ჩანს”

დელ პიერო: “იუვე” რთულ მომენტს განიცდის, მაგრამ ფეხბურთელების განწყობა ჩანს”

ალესანდრო დელ პიერომ „იუვენტუსისა“ და „სპორტინგის“ მატჩზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გუნდის განწყობა მოედანზე კარგად ჩანს, რაც ფუნდამენტურია.

„იუვე“ რთულ მომენტს განიცდის, დამნაშავეა თუ არა, ასეა. მე ეს პერიოდი 2006 წელს გავიარე, თუნდაც განსხვავებული სიტუაციით. მოთამაშეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ, მაგრამ ეს მოედანზე უნდა აჩვენონ. მათი დანახვა ასეთი ღიმილით, ერთობით, გატის დანახვა, როგორც დავინახეთ, ფუნდამენტურია. ეს არის ელემენტი, რომელიც განსხვავებას ქმნის გუნდში. მატჩი ობიექტურად ფრედ უნდა დასრულებულიყო.

პერინის სეივები? შჩესნის პირველი-ორი სეივიც უნდა ვახსენოთ, მაგრამ პერინის უფრო მნიშვნელოვანი იყო. უნდა ვთქვა, რომ პერინი ყოველთვის კარგად თამაშობდა. დღეს მან იყოჩაღა, რადგან გაუხურებლად თამაშში ჩართვა ადვილი არ არის, მაგრამ ის ყოველთვის მზად და კონცენტრირებული იყო. ზოგჯერ მან ძირითადშიც ითამაშა და ყოველთვის კარგი იყო, ყოველთვის თავდაჯერებულად აკეთებდა საქმეს.

კიეზა? მუხლის ასეთი ტრავმისგან დაბრუნება რთულია, მას გავლენის მოხდენა ბოლო ნახევარ საათშიც შეუძლია, მაგრამ აშკარაა, რომ ის და „იუვე“ იმედოვნებენ, რომ გავლენას 90 წუთის განმავლობაში მოახდენს. მე მასზე უფრო სერიოზული ტრავმა მქონდა და გარწმუნებთ, რომ დაბრუნება ადვილი არ არის, არ არის იმ კონდიციების პოვნა ადვილი, რაც ადრე ჰქონდა“, – თქვა დელ პიერომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …