მთავარი / სიახლეები / ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ფაჯოლის ძმა: “ნიკოლომ “იუვეს” გამო უარი “მანჩესტერს” და “ინტერს” უთხრა”

ნიკოლო ფაჯოლის ძმამ, ალესანდრო ფაჯოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი ძმის შესახებ ვრცლად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „იუვეს“ გამო ნიკოლომ თავის დროზე, „მანჩესტერის“ ახალგაზრდულ გუნდსა და „ინტერში“ ტრანსფერზე უარი თქვა.

„ლეჩესთან“ მატჩამდე ძალიან ცოტას თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მისი ყოფნის საჭიროება მანამდეც ჩანს. ნიკოლოს დამსახურება ისაა, რომ მან არ დაკარგა რწმენა, ის ელოდა თავის მომენტს. თუმცა, მოწყენილი და გულგატეხილი იყო. „ლეჩესთან“ მატჩამდე აჩვენა, თუ რამდენად ნიჭიერია ნიკოლო და რომ გუნდის დახმარება შეუძლია. თამაშის წინ ვიცოდით, რომ ნიკოლო ძირითადში იქნებოდა, მაგრამ სამაგიეროდ, სასტარტოში სულე ვიხილეთ. ასე რომ, როდესაც მოედანზე შევიდა და გოლი გაიტანა, ენით აღუწერელი ბედნიერება იყო. მე, დედაჩემი და მამაჩემი თამაშს სხვადასხვა ადგილებიდან ვუყურებდით და ეს გოლი შვების მომტანი იყო.

ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ნიკოლოს განზრახვა „იუვეში“ დარჩენა იყო, მაგრამ მაინც გარისკა, რადგან შეიძლებოდა მხოლოდ მცირე სათამაშო დრო მიეღო. დარჩენა კლუბთან შეთანხმებული არჩევანი იყო. „კრემონეზეს“ და „სამპდორიას“ სურდათ მისი იჯარით წაყვანა, მაგრამ საბოლოოდ ნიკოლო დარჩა და ამ ნაბიჯზე ყველა მხარე შეთანხმდა: კლუბი, მწვრთნელი და თვითონ ნიკოლო.

ალეგრისთან ძალიან პროფესიონალური ურთიერთობა აქვს. ბოლო კვირებში არაერთხელ გაიმეორა, რომ სიმშვიდე უნდა შეენარჩუნებინა, მას ეუბნებოდა, რომ შესაფერისი დრო დადგებოდა. ასეც მოხდა. ადრე ნიკოლო კრიშტიანუსთან ერთად ვარჯიშობდა და რონალდუ ყოველთვის ამბობდა, რომ მასში დიდ ტალანტს ხედავდა. ამიტომ ურჩია, რომ ორჯერ მეტი ემუშავა და არასდროს დანებებულიყო.

იტალიის ნაკრებში გამოძახების ამბავი სოციალური ქსელიდან გავიგეთ, ეს ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო. მანჩინის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საძირკვლის ჩაყრა სურს, ნიკოლომ იცის, რომ იტალიის ნაკრების მწვრთნელი მას ძალიან აფასებს.

გულის პრობლემა? ეს ჩვენთვის დიდი შოკი იყო. ეს იყო პრობლემა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში აწუხებდა. ერთხელაც, „იუვენტუსის“ სამედიცინო პერსონალმა ოპერაციის გაკეთება შემოგვთავაზა, რომელიც ნიკოლომ გაიკეთა. კლუბმა მაშინ შესანიშნავად იმუშავა.

როდესაც ნიკოლო „კრემონეზეს“ აკადემიაში იყო, უარი თქვა „მანჩესტერ იუნაიტედზე“, რადგან არ იყო მზად იტალიიდან წასასვლელად. „იუვეს“ გამო კი უარი „ინტერის“ ინტერესზეც თქვა, დაინტერესებული „მილანი“ და „ატალანტაც“ იყვნენ, მაგრამ ნიკოლოს შავ-თეთრი რწმენა ყველაფერს ჭარბობდა“, – თქვა ალესანდრომ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯოლიმ გასული სეზონი იჯარით „კრემონეზეში“ გაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. მიმდინარე სეზონში მან „იუვეს“ რიგებში 2 გოლის გატანა უკვე მოასწრო, იტალიის ნაკრებშიც გამოიძახეს, სადაც დებიუტი ალბანეთის წინააღმდეგ ჰქონდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …