მთავარი / სიახლეები / სერია A / ფილიპ კოსტიჩი სერია A-ში ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ფილიპ კოსტიჩი სერია A-ში ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ში ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

სერბმა ვიქტორ ოსიმენს, ფედერიკო ბასკიროტოსა და ედინ ჯეკოს აჯობა. ეს ჯილდო მან კარიერაში პირველად მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი აგვისტოში „ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიას გადასცეს. ფილიპ კოსტიჩს მიმდინარე სეზონში სერია A-ში 1 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …