ნიკოლო ფაჯიოლის აგენტი კლაუდიო პასკუალინი არ გამორიცხავს, რომ ზაფხულში 21 წლის ნახევარმცველი „იუვენტუსმა“ დაიბრუნოს. როგორც მან განაცხადა, ფაჯიოლის შეუძლია ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, მათ შორის რეჯისტადაც.
„ფაჯიოლი ყოველთვის მახსენებს იმას, რასაც მასიმილიანო ალეგრი სამი წლის წინ ამბობდა – რომ განსაკუთრებული მოთამაშეა. ახლა მისი მიზანი ცალსახად „კრემონეზესთან“ ერთად სერია A-ში აღზევებაა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ „იუვემ“ მომდევნო სეზონში მისი დაბრუნება გადაწყვიტოს. თავისი თვისებებით მას შეუძლია ნახევარდაცვაში სხვადასხვა ფუნქციების შესრულება, მათ შორის რეჯისტას პოზიციაზე თამაშიც“, – თქვა პასკუალინმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯიოლი „იუვენტუსის“ საკუთრებაა, „კრემონეზეში“ კი იჯარით თამაშობს და მიმდინარე სეზონში სერია B-ში 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.