ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოცე ტურში „ნაპოლისთან“ ფედერიკო კიეზას გოლის წყალობით ქულა მოიპოვა (1:1). გთავაზობთ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას, რომელიც ამ მატჩის შედეგად დაფიქსირდა.
X – „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი ფრედ 2017 წლის აპრილის შემდეგ პირველად დასრულდა. ასევე, ეს იყო პირველი ფრე ამ გუნდებს შორის ტურინში 2011 წლის მაისის შემდეგ.
1 – „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში პირველად მოახერხა ქულის მოპოვება საკუთარ მოედანზე იმ მატჩში, რომელშიც მარცხდებოდა.
2 – „ნაპოლი“ მეორე გუნდია, რომელმაც პირველ ტაიმში „ალიანც სთედიუმი“ „იუვენტუსის“ კარის მიმართულებით 10-ზე მეტჯერ დაარტყა. მანამდე ეს 2013 წლის აგვისტოში „ლაციომ“ გააკეთა.
50 – ფედერიკო კიეზამ სერია A-ში პირველი საშინაო გოლი გაიტანა 2021 წლის მარტიდან მოყოლებული, როცა „სპეციას“ გაუტანა. ამასთან, მან ყველა ტურნირზე 50-ედ ითამაშა „იუვეს“ ძირითად შემადგენლობაში.
1 – დრის მერტენსმა 2018 წლის სექტემბრის შემდეგ „იუვენტუსს“ გოლი პირველად გაუტანა. როგორც ახლა, მაშინაც ამის გაკეთება ტურინში მოახერხა.